საქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს.
სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს 27 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით ელექტრონული ფოსტით (მისამართი: stajireba@parliament.ge).
პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის ხანგრძლივობაა 3 თვე.
სტაჟირების მიზანია სტაჟიორისათვის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების მიცემა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო დაწესებულებისათვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოსამზადებლად.
სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის; ეკონომიკისა და ბიზნესის და იურდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებიც წესის შესაბამისად წარმოადგენენ:
- უმაღლესი (ერთ-ერთი საფეხურის) ან პროფესიული განათლების საფეხურის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს
ან
- ბაკალავრიატის დამამთავრებელი წლის სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელ ცნობას
ან
- მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის დამადასტურებელ ცნობას
ან
- პროფესიული განათლების საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) სწავლის ფაქტის დამადასტურებელ ცნობას.
დაინტერესებულმა პირებმა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში გამოცხადებული სტაჟირებების და სტაჟირების წესის შესახებ ინფორმაცია სხვა დამატებით ინფორმაციასთან ერთად შეგიძლიათ გაეცნოთ პარლამენტის ვებგვერდზე.
